Sunday, July 4, 2010

რადიაციის შესახებ

რადიაცია შეუმჩნევლად, მაგრამ ძალიან აგრესიულად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. ამდენად, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისაგან, რატა ის მაინც ვიცოდეტ, თუ რა უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. არადა დღეს ჩვენ ვართ გაუგებრობის ტყვეობაში, რადგან გარემოსთან დაკავშირებით ძალიან ცოტა ვიცით და თუ ვიცით, მხოლოდ მისი ძალზე დამახინჯებული სურათი. დღესდღეობით რადიაციის მიმართ მოსახლეობას გააჩნია ორი რადიკალურად საწინააღმდეგო შეხედულება, რომლებიც ერთნაირად საზიანოა როგორც მათი ჯანმრთელობისათვის, ასევე მომავალი თაობებისათვის, რადგან იგი განსაკუთრებით აზიანებს გენეტიკურ კოდს. ესენია: ერთის მხრივ რადიოფობია–პანიკური, ავადმყოფური შიში რადიაციული საშიშროებისადმი და მეორე– რადიოეიფორია, რადიაციის სრული უგულებელყოფა და მასთან არაკვალიფიციური, გაუმართლებელი კონტაქტი. სამწუხაროდ, საფუძველი ორივეს ერთი და იგივე აქვს. ეს არის სრული არცოდნა საკითხებისა, თუ როგორ ურთიერთქმედებს გამოსხივება ცოცხალ ორგანიზმზე და რა მძიმე შედეგები მოჰყვება მას. სახელმწიფო პოლიტიკის პირველ პრობლემად, მომავალში მაინც, უნდა იქცეს ეკოლოგიის საკითხებზე–ბიოსფეროზე ზრუნვა, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობა. ეკოლოგია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საკუთარი სახლის შესწავლას, მაგრამ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ , რომ ყოველი ჩვენგანის სახლი ჩვენი სახელმწიფოა და მასთან ერთად მთელი დედამიწაც. ბუნება არაფერს არ იძლევა უფასოდ. არ შეიძლება არ დავინახოთ რა სარგებლობა მოაქვს რადიაციას მედიცინაში, მრეწველობაში, ენერგეტიკაში და ა.შ. მეორე მხრივ, იგი განსაკუთრებით საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ამდენად ისმის კითხვა: სად გავავლოთ ზღვარი ამ ორ სიტყვას შორის–"სასარგებლოსა" და" საშიშს" შორის? ეს კითხვა იმდენად რთულია, რომ მარტო პოლიტიკოსები, დიპლომატები, იურისტები ვერგადაწყვეტენ დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ. ამ საკითხის გადაწყვეტას სპეციალისტები სჭირდება. წლების წინ, თსუ–ში არსებობდა სპეციალური კურსები, რომელიც ამზადებდა რადიაციის დარგის სპეციალისტებს. იმ დროს, გარემოში რადიონუკლიდები ბევრად ნაკლები იყო, ხოლო ატომი–"მშვიდობიანი".დღეს კი როდესაც მკვეთრად გამოიკვეთა ატომის მომაკვდინებელი როლი ცოცხალი ორგანიზმებისათვის, აღარც სპეციალისტები მზადდება და არც რომელიმე ორგანიზაციაა ამით დაინტერესებული. ჩვენს ქვეყანას მარტო ტერიტორიების დაკარგვა კი არ ემუქრება, არამედ შესაძლებელია მოხდეს მთელი რიგი რაიონების რადიაციული სიკვდილი. აღმოჩნდა, რომ დაშვებულია უამრავი შეცდომა და გაუმართლებელი ქმედება, რასაც სამწუხაროდ ვერ ასცდა ჩვენი ქვეყანაც. საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს შხამქიმიკატების და სასუქების ნიადაგში შეტანის თანამედროვე მეცნიერულ საფუძვლებს. ცნობილია, რომ უკანასკნელ ხანებში აშშ–მა მნიშვნელოვნად შეამცირა ფოსფორშემცველი სასუქების გამოყენება, რადგან ისინი შეიცავენ მნიშვნელოვანი რაოდენობით ურანის, თორიუმის და მისი ოჯახის რადიონუკლიდებს. ამერიკელები ცდილობენ შეცვალონ ეს სასუქები, თუნდაც მას მოყვეს მოსავლის შემცირება. უკრაინის ტერიტორიაზე მოყვანილი მოსავალი და განსაკუთრებიტ ხორბლის ფქვილი ჩერნობილის ავარიის შემდეგ დაურიგდა სსრკ–ში შემავალ რესპუბლიკებს საჩუქრის სახით,ე.ი. ჩერნობილის რადიონუკლიდები განაწილდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, გარდა იმ ადგილებისა, სადაც რადიაციაზე კონტროლი ხდებოდა. რადიაციული ხორციც დიდი რაოდენობით ჩამოვიდა თბილისში 1986წელს, რადგან მისი y–აქტივობა აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, ბატონი ირაკლი ფაღავას დიდი ძალისხმევით იგი უკან გააბრუნეს. საკვებში გარდა რადიაციისა აუცილებლად შესამოწმებელია შხამქიმიკატები. ცნობილია, რომ პესტიციდებს დიდი რაოდენობით გამოიყენებდნენ სოფლის მეურნეობაში, როგორც ეფექტურ შხამქიმიკატებს. მაგრამ ზოგიერთი მისი სახეობა შეიცავს დიოქსინს, რომლის უმნიშვნელო რაოდენობაც კი ადამიანებისათვის უმძიმესი შედეგებით მთავრდება, რადგან იგი დამანგრევლად მოქმედებს სისხლძარღვებზე, იმუნურ და ნერვულ სისტემაზე, იწვევს სიმსივნეებს. ამერიკელებმა ვიეტნამში გამოიყენეს 200კგ დიოქსინი, რაც საშინელი ტრაგედია აღმოჩნდა არა მარტო ვიეტნამისათვის, არამედ თვით ამერიკელი ჯარისკაცებისთვისაც.
საერთოდ საქართველოს აუცილებლად ჭირდება არა მარტო საშუალო დონის ლაბორატორიები, არამედ მაღალი დონის ინსტიტურებიც კი, რომელიც კომპლექსურად იმუშავებს რადიაციისა და რადიობიოლოგიის საკითხებზე. რადგან რადიაცია სულ უფრო მეტად და მეტად ხდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი, ხოლო მეცნიერებამ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იცის ამ პრობლემის შესახებ, აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს მინიმალური ცოდნა მაინც რადიაციულ ეკოლოგიაში, რათა გამოიმუშაოს მისგან დაცვის საჭირო ჩვევები, ორგანიზმში მიმდინარე საშიში პროცესებისაგან თავის დასაცავად. საქართველოს მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით საჭირო იყო რადიონუკლიდებით ტერიტორიის დანაგვიანების რუკის შედგენა, მაგრამ ეს არ მომსდარა. მისი შედგენა სპეციალისტების აზრით საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს თავისი სირთულისა და შრომატევადობის თვალსაზრისით. ასეთი რუკის შედგენა მოითხოვს ყველა შესაბამისი უწყების გულისხმიერებასა და სახელმწიფოს მხრივ მის დაფინანსებას. ჩვენი ტრაგედია ძირითადად იმაშია, რომ ჯერ არც კი ვიცით რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით რესპუბლიკაში. შეიძლება ყველაზე ლამაზი ან პრესტიჟული შენობები, რომლებიც ბოლო დროს დიდი რაოდენობით შენდება თბილისში, ამ თვალსაზრისით შეიძლება მიუღებელია საცხოვრებლად. ჩვენთან ამ საკითხებზე არავინ მუშაობს, რადგან არ არსებობს სათანადო დაფინანსება. ამ პროეწტზე მუშაობისას ხელთ ჩამივარდა ერთი ქართული გაზეთი. მისი ერთ–ერთი სტატიის მიხედვით ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში რადონთან დაკავშირებულ გამოკვლევებზე დაიხარჯა 500 მილიონი დოლარი, ხოლო შენობების გამოკვლევებზეც ამდენივე. რადონისაგან დაცვის ყველაზე მარტივი და აუცილებელი პირობაა ბინის ხშირად განიავება. განსაკუთრებით სამზარეულოსა და აბაზანის, რადგან რადონი წყალსაც მოყვება და ზოგან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. ამრიგად, სასურველია მოსახლეობას რადიაციის შესახებ ჰქონდეს უფრო მეტი რეალური ინფორმაცია, რათა იყოს ბევრად აქტიური და კატეგორიული ხელმძღვანელობის მიმართ. რომ პარტიებს, რომელთაც აქვთ მთავრობაში მოსვლის სირვილი, თავის პროგრამებში უეჭველად ჰქონდეთ რადიაციისაგან მოსახლეობის დაცვის რეალური მოსაზრებები და განხორციელების გზები, რადგან რადიაციული ფონი უკვე საშიში გახდა უჯრედებისათვის განსაკუთრებით კი გენებისათვის, რომლის გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს სიცოცხლე.

პროექტის აღწერა

პროექტის სახელი: რადიაციულია ჩვენი გარემო?
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
ინფორმაციის მოპოვება რადიაციული გამოსხივების შესახებ,თუ როგორია რადიაციული ფონი საქართველოში, რა კეთდება ამისათვის ჩვენთან?
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად, თოთოეული ჯგუფისათვის კონკრეტული დავალები მიცემა(შხამ–ქიმიკატებისა და სასუქების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მოპოვება, საკვებში რადიაციის ფონის შემოწმება, ვიდეომასალების მოპოვება, ჩერნობილის ავარიის ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაზე), მე თვითონ ვაჩვენებ ვიდეო მასალებს ჩერნობილის ავარიის შედეგებზე, საგაზეთო პუბლიკაციებს მიმოვიხილავ,მივაწვდი ინფორმაციას იოდის, რადონის, ქსენონის–ნივთიერებების შესახებ.
შეფასების რუბრიკა
მონაწი ლეთა ასაკი:
მე–11 კლასი, 17 წელი
ვადები / ხანგრძლივობა:
2009 წლის 27 ოქტომბერი– 2010 წლის 27აპრილი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყაროების(ბეჭვდითი, აუდიო–ვიზუალური, ვიდეო მასალები), რადიაციის შესახებ არსებული ცნობების მოძიება თანატოლებს შორის
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის საფუძველზე, მოსახლეობას ექნება მინიმალური ცოდნა რადიაციული ეკოლოგიის შესახებ, რათა შეეძლოს მისგან დაცვა

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს ექნებათ რადიაციისაგან თავდაცვის რეალური მოსაზრებები და განხორციელების გზები
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკ
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ჯიქურაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xatuna.jikurashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი: http://radiacia-xatuna.blogspot.com/

Saturday, July 3, 2010

რადიაცია






პროექტის სახელი: რადიაციულია ჩვენი გარემო?
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
ინფორმაციის მოპოვება რადიაციული გამოსხივების შესახებ,თუ როგორია რადიაციული ფონი საქართველოში, რა კეთდება ამისათვის ჩვენთან?
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად, თოთოეული ჯგუფისათვის კონკრეტული დავალები მიცემა(შხამ–ქიმიკატებისა და სასუქების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მოპოვება, საკვებში რადიაციის ფონის შემოწმება, ვიდეომასალების მოპოვება, ჩერნობილის ავარიის ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაზე)
მონაწი ლეთა ასაკი:
მე–11 კლასი, 17 წელი
ვადები / ხანგრძლივობა:
2009 წლის 27 ოქტომბერი– 2010 წლის 27აპრილი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყაროების(ბეჭვდითი, აუდიო–ვიზუალური, ვიდეო მასალები), რადიაციის შესახებ არსებული ცნობების მოძიება თანატოლებს შორის
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის საფუძველზე, მოსახლეობას ექნება მინიმალური ცოდნა რადიაციული ეკოლოგიის შესახებ, რათა შეეძლოს მისგან დაცვა

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს ექნებათ რადიაციისაგან თავდაცვის რეალური მოსაზრებები და განხორციელების გზები
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკ
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ჯიქურაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xatuna.jikurashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი